Israel-Georgia Chamber of Business was established in Georgia in 1996 and it was the first bilateral and broad-profile organization in the country.
Bilateral Chamber of Business is a new word in business diplomacy. Our activities include the promotion of business relations and also enhance the economic ties between the two countries. A modern business needs high-level connections, rather than intermediate links or any company, that usually cares about a narrow interest. Chambers of Commerce are mainly focused on commercial issues from their countries. In bilateral business relations, especially in the investment part, the authority of official representations of states is also limited.
Israel-Georgia Chamber of Business has become an economic, cultural, tourist and political bridge between the two countries from the very first day. Till today, under its auspices, 20 business forums have been held in Israel and Georgia with the participation of representatives of the business community and governments of both countries. Through it more than 500 million dollars have been invested in Georgia. In agreement with the governments of Georgia and Israel, the Georgian Tourism Representation was opened in Israel in 2002.
The organization actively works to attract tourists from Israel and the Jewish world to Georgia, promotes the business environment, provides free legal advice to Israeli investors, helps them to overcome problems, and communicates with official agencies.
Israel-Georgia Chamber of Business is one of the leading addresses for Israeli businessmen interested in investing in Georgia. It is influential, cooperating closely with the Georgian and Israeli economic blocks, political leaders and parliamentary friendship groups. It accounts for almost 80 percent of the two countries' relations.
In 2018 the organization launched an initiative for free trade between Israel and Georgia.
Under the auspices of the Israel-Georgia Chamber of Business, two leading Chambers/organizations were found: Georgia-Israel Chamber of Commerce started in 1996, which received support from the president of the Israel Chamber of Business, dedicated to the commerce between countries; And in 2013 was found the "Israeli House", which cooperates with Georgia in order to strengthen relations with Israel and world Jewry. “Israeli House” is Member of the EAI European Alliance for Israel, along with 100 European Parliamentarians, Member of the AEPJ leader organization of the Jewish Heritage Route in Georgia, certified by the Council of Europe, in collaboration with the Ministry of Culture, together with 22 European organizations.
Israel-Georgia Chamber of Business is a member of The Georgian National Committee of the International Chamber of Commerce (ICC Georgia) and The World Chambers Federation (WCF). It officially cooperates with The Federation of Israeli Chambers of Commerce (FICC), the Israel Chamber of Independent Organizations and Businesses (LAHAV) and with other business organizations of Israel and Georgia.
Under the charter, an active board of 14 people is headed by Itsik Moshe. Among them are lawyers and financiers. 50% of the founders of the Israel-Georgia Chamber of Business are from Israel, and 50% are from Georgia. The organization's Consultative Board honors more than 150 high-level representatives: diplomats, leading businessmen, active investors, heads of the international business organizations, academic staff and public figures.
Our services for investors are free of charge: Information about Georgia, investments and cooperation, consulting on legal, organizational and financial issues, information on local business culture, cultural Links, bilateral links, help with problematic issues.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საქართველოში ჩამოყალიბდა 1996 წელს. ის იყო პირველი ორეროვანი და ფართო პროფილის ორგანიზაცია ქვეყანაში. ბილატერალური ბიზნესპალატა ახალი სიტყვაა ბიზნესდიპლომატიაში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს არა მარტო ბიზნესურთიერთობების, არამედ ორ ქვეყანას შორის კავშირების ხელშეწყობას. თანამედროვე ბიზნესს ესაჭიროება მაღალი დონის კავშირები, ვიდრე საშუამავალო რგოლები ან რომელიმე კომპანიაა, რომლებიც, როგორც წესი, ვიწრო ინტერესზე ზრუნავენ. სავაჭრო პალატები კი ძირითადად კომერციულ საქმიანობაზე არიან ორიენტირებული. ორმხრივ ბიზნესურთიერთობებში, განსაკუთრებით საინვესტიციო ნაწილში, შეზღუდულია სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლობების უფლებამოსილებაც.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა პირველივე დღიდან გახდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული და პოლიტიკური ხიდი. დღემდე მისი ეგიდით ისრაელსა და საქართველოში ორივე ქვეყნის ბიზნესსაზოგადოებისა და მთავრობათა წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა 20 ბიზნესფორუმი. საქართველოში მისი გზით შემოსულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. საქართველოსა და ისრაელის მთავრობებთან შეთანხმებით, 2002 წელს ისრაელში გაიხსნა საქართველოს ტურიზმის წარმომადგენლობა.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან ტურისტების მოზიდვაზე, ეწევა ბიზნესგარემოს პოპულარიზაციას, უფასო იურიდიულ კონსულტაციებით, ოფიციალურ უწყებებთან კომუნიკაციასა და პრობლემების დაძლევაში ეხმარება ისრაელელ ინვესტორებს.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ისრაელელი ბიზნესმენებისთვის მთავარი მისამართია. არის გავლენიანი, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური ბლოკის უწყებებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან, მეგობარ პარლამენტართა ჯგუფებთან. სწორედ მასზე მოდის ორი ქვეყნის ურთიერთობების თითქმის 80 პროცენტი.
2018 წელს ორგანიზაცია ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით შეიქმნა ორი წამყვანი ორგანიზაცია/პალატა: საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატა 1996 წელს, რომელმაც მიიღო აქტიური მხარდაჭერა ისრაელის სავაჭრო პალატიდან მისი პრეზიდენტის მიერ, რომლის მიზანი იყო ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა; და 2013 წელს - ისრაელის სახლი, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ისრაელის სახლი არის ორგანიზაციის - “ევროპული ალიანსი ისრაელისთვის” - წევრი ას ევროპელ პარლამენტართან ერთად, AEPJ-ის წევრი, კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და 22 ევროპულ ორგანიზაციასთან ერთად, AEPJ-ის ევროსაბჭოს მიერ სერთიფიცირებული ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის ლიდერი ორგანიზაციის წევრი.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არის საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტისა (ICC) და მსოფლიო სავაჭრო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია (WCF). იგი ოფიციალურად თანამშრომლობს ისრაელის სავაჭრო პალატების ფედერაციასთან (FICC), ისრაელის დამოუკიდებელი და ბიზნესორგანიზაციების პალატასთანა (LAHAV) და ისრაელისა და საქართველოს სხვა ბიზნესორგანიზაციებთან.
წესდების საფუძველზე, 14 ადამიანისგან შემდგარი აქტიური ბორდი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს მეთაურობით მუშაობს. მათ შორის არიან იურისტები და ფინანსისტები. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის დამაარსებელთა 50% ისრაელიდან, ხოლო 50% საქართველოდანაა. ორგანიზაციის საკონსულტაციო საპატიო ბორდი ითვლის 150-ზე მეტ მაღალი დონის წარმომადგენელს: დიპლომატებს, წამყვან ბიზნესმენებს, აქტიურ ინვესტორებს, საერთაშორისო ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, აკადემიურ პერსონალსა და საზოგადო მოღვაწეებს.
ჩვენი მომსახურება ინვესტორებისთვის სრულიად უფასოა: ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ინვესტიცია და თანამშრომლობა, კომპანიების კონსულტაცია იურიდიულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებზე, ინფორმაცია ადგილობრივ ბიზნესკულტურაზე, კულტურული კავშირები, ბილატერალური კავშირები, დახმარება პრობლემურ საკითხებზე.