An evening dedicated to European Days of Jewish Culture was held in Tbilisi by the Israel-Georgia Chamber of Business and Israeli House. Especially for this event, a delegation of 30 people from Israel, led by Amir Perez, chairman of the "Avoda" parliamentary party and journalists from the influential publication "Yediot Ahronot" from Israel visited Tbilisi.
„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ ებრაული კულტურის ევროპული დღესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, თბილისს ისრაელიდან ეწვივნენ 30-კაციანი დელეგაცია საპარლამენტო პარტია „ავოდას“ თავმჯდომარის ამირ ფერეცის ხელძღვანელობით და გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთის“ ჟურნალისტები.
საღამოს ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, კულტურის სამინისტროს, საქართველოში ებრაული დიასპორის, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.
მესამე წელია „ისრაელის სახლი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, კურირებს საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს. მარშრუტი სერტიფიცირებულია ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) მიერ.
ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო „ისრაელის სახლის“ დაკვეთით გოგა ჩანადირისმიერ გადაღებული, საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, წელს ებრაული კულტურის ევროპული დღეები საიუბილეოა. ის ეევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით უკვე მეოცე წელია აღინიშნება. საქართველოში კი ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, კულტურის სამინისტროს წარდგინებით, „ისრაელის სახლი“ კურირებს.
„მარშრუტი არის ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოსთვის ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში. საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტით მსოფლიო ებრაელობიდან დაიწყო მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა, რომელთა რაოდენობაც, გვჯერა, კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა , - „ისრაელის სახლის“ საქმიანობა ემსახურება ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ის ორიენტირებულია ხვალინდელ დღეზე. არის წარმატეული თანამშრომლობა ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში და გვჯერა, რომ შეიძლება ბევრად მეტი გაკეთდეს“.
მისივე თქმით, ეს წელი საიუბილეოა საქართველო-მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობაშიც - ზუსტად 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს ხელმძღვანელის რანგში. მან ორგანიზება გაუკეთა მსოფლიო ებრაელობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში.
საპარლამენტო პარტია „ავოდას“თავმჯდომარის ამირ ფერეცის თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა „ისრაელის სახლის“ საქმიანობის გასაცნობად და აპირებს, აგრეთვე, სიღრმისეულად შეისწავლოს ისრაელ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების მრავალმხრივი პერსპექტივები. „დღევანდელი დღე საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობაში ისტორიულია, რადგან აღვნიშნავთ 30-წლიანი ურთიერთობის იუბილეს. ამ 30-წლიანმა ურთიერთობამ საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან კონტაქტებს. ორივე მხარებ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირი გავაძლიეროთ“, - განაცხადა ამირ ფერეცმა.
„ისრაელის სახლის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა ისაუბრა ორგანიზაციის აქტიურ თანამშრომლობაზე ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ორ დღეში ის პრაღაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპარლამენტარებს „ისრაელის სახლს“ წარუდგენს და მის საქმიანობაზე ისაუბრებს.
ღონისძიების მონნაწილეებს სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა გრიგოლ მიქელაძემ, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქრისტიან ურსემ, ქნესეთის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა თეონა ჯაყელმა და ისრაელის ქალთა პარლამენტის წარმომადგენელმა.
ღონისძიების მონაწილეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ისრაელის სახლის საქმიანობაზე, შესრულდა რამდენიმე ებრაული სიმღერა.
წყარო: http://medianews.ge/ge/amir-feretsi-kvelaferi-unda-gavaketot-rom-saqartvelosa-da-israels-shoris-kavshiri-gavadzlierot/63426