The economic environment of a country should be evaluated not only by its investments, but also by its ability to protect those investments. ქვეყანაში ეკონომიკური გარემო და აქტივობა უნდა იზომებოდეს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვით, არამედ მისი დაცვითაც

The economic environment of a country should be evaluated not only by its investments, but also by its ability to protect those investments. ქვეყანაში ეკონომიკური გარემო და აქტივობა უნდა იზომებოდეს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვით, არამედ მისი დაცვითაც
13 June 2018

The head of the Israel-Georgia Chamber of Business reminds the ambassadors, that relations between the countries are based primarily on economic relations, and if the ambassadors can not or do not resolve issues, it is better to resign from the post of head of the diplomatic mission.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე, რომელიც წლების წინ დსთ-ს სივრცეში ებრაულ სააგენტოს წარმოადგენდა, მიმართავს ისრაელის პარლამენტის (ქნესეთი) ეკონომიკურ გუნდს, რეაგირება მოახდინოს უკრაინაში ებრაელი ინვესტორისთვის სასტუმროს წართმევაზე. იციკ მოშე ეხმაურება პრობლემაზე უკრაინაში ისრაელის ელჩის ელი ბელოცარკოვსკის განცხადებას, რომ „საელჩოსთვის ცნობილია საკითხის შესახებ და საქმის მოსაგვარებლად იმყოფებიან ხელისუფლებასთან კონტაქტზე“.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად მეგობრობის ჯგუფების შეხვედრის ფარგლებში ისრაელში იმყოფება, ელჩებს შეახსენებს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები, უპირველეს ყოვლისა, ემყარება ეკონომიკურ ურთიერთობებს და თუ ელჩები ვერ/ან არ აგვარებენ საკითხებს, სჯობს, უარი თქვან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

იციკ მოშეს თქმით, პრობლემა ყველგან შეიძლება წარმოიშვას, თუმცა მას ჭირდება დროული და ეფექტიანი რეაგირება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი მადლობას უხდის საქართველოს ბიზნესომბუდსმენს საქართველოში ისრაელურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებში დროულად ჩართვისთვის და აცხადებს, რომ მასთან შეხვედრა 20 ივნისს გაიმართება.

„ქვეყანაში ეკონომიკური გარემო და აქტივობა უნდა იზომებოდეს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვით, არამედ მისი დაცვითაც. საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებში ბევრად უფრო დიდი პოტენციალია, ვიდრე ის დღესაა ათვისებული. უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვის საქმეში 33 %-იანი ჩავარდნაც პრობლემა არ არის და ეს იმის ნიშანია, რომ გასაძლიერებელია ორმხრივი მუშაობა“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, ებრაელობიდან შემოსული ინვესტიციები, სინამდვილეში, 3-ჯერ მეტია, თუმცა ის სტატისტიკურად აისახება არა ისრაელის სახელზე, არამედ შემოდის ჰოლანდიიდან, პანამიდან ან ოფშორებიდან.

MEDIANEWS