Georgia was the first country to welcome the Jewish Agency and to support the Great Aliyah from the Soviet Union - Tamar Chugoshvili. თამარ ჩუგოშვილი - საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს (სოხნუთს) და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა კავშირიდან

Georgia was the first country to welcome the Jewish Agency and to support the Great Aliyah from the Soviet Union - Tamar Chugoshvili. თამარ ჩუგოშვილი - საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს (სოხნუთს) და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა კავშირიდან
13 June 2018

Tamar Chugoshvili, the first vice speaker of the Georgian parliament on a working visit to Israel, met with representatives of the Knesset’s legislative and executive branches.

ისრაელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ქნესეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

თამარ ჩუგოშვილი იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს 70 წლისადმი მიძღვნილ, ამერიკის ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, თუმცა როგორც ისრაელთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვიზიტის ნაწილი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს დაუთმო.

პირველი შეხვედრა მან ქნესეთის ვიცე-სპიკერთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ხილიკ ბართან გამართა, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები უმნიშვნელოვანესი რგოლია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მის ფარგლებში თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვედრები ჰქონდა, აგრეთვე, მმართველი პარტიის გავლენიან დეპუტატთან, დავიდ ბიტანთან, მმართველი კოალიციისა და პარტია „ქულანუს“ წევრ აქრამ ხასონთან, მთავრობის საგარეო ურთიერთობათა კურატორ მაიკლ ორენთან და მშენებლობის მინისტრის მოადგილე ჯეკი ლევისთან, ქნესეთში ახალი ფრაქციის ხელმძღვანელთან ორლი ლევისთან და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან. გადაწყდა, რომ ისრაელიდან საქართველოს ეწვევა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ქართულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით (ჰაი ტეკი, სამუშაო ვიზები, ეკონომიკა...) თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს, ხოლო თამარ ჩუგოშვილი ივლისსში კვლავ ეწვევა ისრაელს, ქნესეთში მეგობართა ჯგუფების კონფერენციაში მონაწილეობისთვის. იგეგმება, აგრეთვე, ისრაელის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა, რომლის მზადებაშიც მონაწილეობას მიიღებენ ქნესეთის წევრი აქრამ ხასონი, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, საქართველოსა და ისრაელის საელჩოები და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის შეხვედრებს ესწრებოდნენ ისრაელ საქართველოს ურთიერთობების ლობისტები, მათ შორის „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე
12 ივნისს თამარ ჩუგოშვილმა იერუსალიმში მონაწილეობა მიიღო ამერიკის ებრაელთა კომიტეტის საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც ესწრებოდა 3000 დელეგატი ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ავსტრიის კანცლერი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

თამარ ჩუგოშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს როლზე დიდ ალიაში, ურთიერთობებზე ისრაელთან, მსოფლიო ებრაელობასა და აშშ-თან, საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მისი განვითარების გზაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს (სოხნუთს) და ხელი შეუწყო დიდ ალიას საბჭოთა კავშირიდან.

თამარ ჩუგოშვილის მიმართვა იყო დასავლური ტიპის პოლიტიკოსის სიტყვა, ხოლო დარბაზში, სადაც ძირითადად, ამერიკელი ებრაელობა იყო, საქართველოს წარმომადგენლისადმი განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა.

ქნესეთის წევრთა შეფასებით, ფორუმზე საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრები იყო ფრიად საინტერესო იყო, ვინაიდან ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ინტერესებსა და ურთიერთობებში ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის თქმით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, როდესაც საქმე გვაქვს საკითხებისადმი კონკრეტულ და რეალურ მიდგომებთან, რაც დასავლური პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვიზიტი წარმატებული იყო, ვინაიდან ისრაელში საქართველოს საელჩოსა და „ისრაელის სახლის“ ერთობლივი ძალისხმევით, მხარეებს შორის შუამავლების გარეშე, პირდაპირი დიალოგის გზით შედგა საქმიანი ურთიერთობა. ეს კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისრაელ-საქართველოს სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებისთვის.

www.ghn.ge