Irakli Kobakhidze's visit and Kakha Kaladze's support brought new investment from Israel to Georgia. ირაკლი კობახიძის ვიზიტმა და კახა კალაძის მხარდაჭერამ საქართველოში ისრაელიდან ახალი ინვესტიცია შემოიტანა

Irakli Kobakhidze's visit and Kakha Kaladze's support brought new investment from Israel to Georgia. ირაკლი კობახიძის ვიზიტმა და კახა კალაძის მხარდაჭერამ საქართველოში ისრაელიდან ახალი ინვესტიცია შემოიტანა
18 December 2017

Itsik Moshe, head of the Israel-Georgia Chamber of Business, Kakha Kaladze, mayor of Tbilisi, George Chogovadze, head of the tourism administration, Itzik Shmuli and Akram Hasson, members of the Knesset, addressed those present at the opening ceremony of the hotel.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით თბილისში სტუმრად მყოფი ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები, ბიზნესის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები და ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებათა ჟურნალისტები, ძველ თბილისში ისრაელური ინვესტიციით ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, თბილისის მერი კახა კალაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ოქტომბერში ისრაელში ვიზიტის შემდეგ გადაწყდა. ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრების თბილისში სტუმრობას ორგანიზება „ისრაელის სახლმა“ გაუკეთა, მასპინძელი კი საქართველოს პარლამენტი იყო.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ქნესეთის წევრებმა იციკ შმულიმ და აქრამ ხასონმა.

მირზა შაფის ქუჩაზე 63-ნომრიანი თანამედროვე სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებული იქნება 12 მლნ. დოლარი. სასტუმრო მოიცავს, აგრეთვე, არტგალერეასა და კაფეებს, ხოლო მისი მთავარი შენობის ფასადი გადაწყვეტილი იქნება ქართული ორნამენტებიანი ხალიჩის სტილში.

პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქი მიიღებს თბილისის ისტორიულ უბანზე არქიტექტურულად მორგებულ, მაღალი კლასის სასტუმროს.

ბოლო წლების განმავლობაში ეს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ეგიდით საქართველოში შემოსული ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება. საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას. როგორც დელეგაციის წევრმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, ისრაელში ვიზიტისას მათ ირაკლი კობახიძისგან მოისმინეს საფუძვლიანი და სარწმუნო ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და ისინი ამაში თბილისში ვიზიტისას დარწმუნდნენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს არის კერძო ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო განხორციელებაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს. ეს არის პროექტი, რომელიც როგორც მიმდინარეობისას, ისე დასრულების შემდეგ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ქვეყანაში არსებობს ტურიზმის მზარდი ტენდენცია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების შემოდინებას. მირზა შაფის პროექტი ამის ნათელი მაგალითია.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს განცხადებით, სულ უფრო და უფრო იზრდება საქართველოთი ისრაელელი ბიზნესმენების დაინტერესება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ეგიდით, საქართველოში უკვე შემოსულია 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ბიზნეს გარემომ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ფოკუსირებულია იმ პოტენციალის ათვისებაზე, რომელიც მოემსახურება ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. „ვმუშაობთ, რომ მეტი ისრაელელი დავაინტერესოთ საქართველოთი. მირზა შაფის ქუჩაზე განსახორციელებელი პროექტიც ამ საქმიანობის ნაწილია. მჯერა რომ საქართველოში უკვე განხორციელებული ინვესტიცია მაგალითი იქნება სხვა ბიზნესისთვისაც. დღეს აქ თბილისის მერის მობრძანება კი უცხოური ინვესტიციის მხარდაჭერის კარგი მაგალითია“, - განუცხადა მედიას იციკ მოშემ.

MEDIANEWS