Itsik Moshe handed over museum space to National Museum at five-star hotel. იციკ მოშემ ეროვნულ მუზეუმს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამუზეუმო ფართი გადასცა

Itsik Moshe handed over museum space to National Museum at five-star hotel. იციკ მოშემ ეროვნულ მუზეუმს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამუზეუმო ფართი გადასცა
29 December 2015

The museum space is part of the five-star building of the international brand, Rixos, where exhibitions of unique exhibits will be located.

თბილისის ცენტრში თითქმის დასრულებულ სასტუმრო ,,რიქსოს თბილისში“ ეროვნულ მუზეუმს შენობის 3 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი გამოეყო. ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს ის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ დაათვალიერებინა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

სამუზეუმო ფართს საერთაშორისო ბრენდის, რიქსოსის ხუთვარსკვლავიანი შენობის ნაწილი უკავია, სადაც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი, უნიკალური ექსპონატების საგამოფენო სივრცეები განთავსდება. ვინაიდან შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული და ის ბოლო ტექნოლოგიური მიღწევებითაა აგებული, ერთიორად ზრდის გადაცემული ფართის სტატუსსა და ღირებულებას. `რიქსოს თბილისმა~ გაითვალისწინა, აგრეთვე, ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მუზეუმს ესაჭიროება.

,,ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, სადაც არის ყველაზე ბოლო ტექნოლოგიები ჩადებული ამ სასტუმროში, თუმცა ეს ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიები ან ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მართვა, ჩვენ საქართველოს ვჩუქნით მაღალი დონის 100 პროფესიონალს, ვინაიდან ვინც ამ შენობაში იმუშავა, ისინი არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც ააშენებენ სხვა, ასეთი დონის სასტუმროებს“, -განაცხადა ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ.

,,აქ იქნება საცავები, იქნება სარესტავრაციო ლაბორატორიაც, მაგრამ იქნება ბევრი საგამოფენო სივრცე. ასე რომ, ვულოცავ ყველას, ეს არის ძალიან დიდი შენაძენი“, - აღნიშნა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ეროვნული მუზეუმის საცავებში ათასობით უნიკალური ექსპონატია, რომელიც ფართო საზოგადოებას არც ერთხელ უხილავს. ეს ფართი კი იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ ამ სამუზეუმო ნივთებმა მზის სინათლე იხილონ.

`ეს არის დიდებული მაგალითი ბიზნესისა და კულტურის სანიმუშო თანამშრომლობის, რომელიც ახასიათებს მაღალი დონისა და ღირსეულ ბიზნესს. კულტურა კი, თავის მხრივ, ქმნის ბრწყინვალე ფონს, რომ ბიზნესისთვის ის და ქვეყანა საინტერესო იყოს. ბედნიერი ვარ, რომ რიქსოსს, რომელიც თურქული მაღალი დონის ბრენდია, საქართველოში შემოაქვს ყველაზე საუკეთესო, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანა იამაყებდა~, _ განაცხადა თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ.

,,ეს შეემატება ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, გააჩენს სამუშაო ადგილებს ტურიზმის სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2015 წელი რეკორდული იყო უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

კულტურის მინისტრის მოადგილის, ლევან ხარატიშვილის თქმით კი, ძალიან საინტერესო სინთეზი არის ბიზნეს ინტერესებისა და კულტურულის და ხელოვნების, რომელიც უდავოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ის უბანი, ის სივრცე, სადაც ეს ყველაფერი ხდება, არის სამუზეუმო უბანი და სწორედ ძალიან ლოგიკური გაგრძელება არის ამ კონცეფციისა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო `რიქსოს თბილისი~ გუდიაშვილის ქუჩის #3-შია განთავსებული და ის გაისად, 2016 წლის ბოლოს გაიხსნება.

MEDIANEWS