Yuli Edelstein - about concept of the Israeli House: Those days are over when ambassadors sat in offices with tie and thought their opinion was interesting. იული ედელშტეინი - ისრაელის სახლის კონცეფციაზე: დასრულდა ის დრო, როდესაც ელჩები ოფისებში ჰალსტუხებით ისხდნენ და ეგონათ, რომ მათი აზრი საინტერესო იყო

Yuli Edelstein - about concept of the Israeli House: Those days are over when ambassadors sat in offices with tie and thought their opinion was interesting. იული ედელშტეინი - ისრაელის სახლის კონცეფციაზე: დასრულდა ის დრო, როდესაც ელჩები ოფისებში ჰალსტუხებით ისხდნენ და ეგონათ, რომ მათი აზრი საინტერესო იყო
06 November 2015

Yuli Edelstein, Chairman of the Israeli Knesset, Hilik Bar, Vice Speaker of the Knesset, David Bitan, Member of the Knesset and other members of the delegation, who are on an official visit to Georgia, attended the presentation of Israel's International Support for Israel and the New Georgia-Israel Relations Concept.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის (პარლამენტი) თავმჯდომარე იული ედელშტეინი, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, პარლამენტი დავიდ ბიტანი და დელეგაციის სხვა წევრები თბილისის ისრაელის სახლში დაგეგმილ ისრაელის საერთაშორისო მხარდაჭერისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობათა ახალი კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრნენ.

ისრაელის სახლის მიერ მომზადებული კონცეფცია საერთაშორისო ასპარეზზე და, უპირველეს ყოვლისა, მეგობარ ქვეყნებში ისრაელისადმი სოლიდარობის გაძლიერებასა და ორმხრივი პირდაპირი თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს.

სტუმრებს თავდაპირველად, სიტყვით მიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ.

მისი თქმით, ისრაელის სახლის კონცეფცია _ ჰასბარა და თანამშრომლობა მორგებულია თანამედროვე მსოფლიო რეალობაზე და პასუხობს, ერთი მხრივ, ისრაელის სიცოცხლო ინტერესებს და, მეორე მხრივ, ამზადებს ნიადაგს ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთხელსაყრელი კავშირების გაღრმავებისთვის.

იციკ მოშემ სტუმრებს წარუდგინა ვიდეოკლიპი, რომელშიც ასახულია ისრაელის სახლის კონცეფციის დედაარსი, აქტივობები, შედეგები, ინიციატივები და გეგმები. კლიპი მოიცავს, აგრეთვე, ისტორიულ კადრებს, როდესაც საბჭოთა სივრცეში მსოფლიო ებრაული სააგენტოს პირველი ხელმძღვანელის რანგში, იციკ მოშე იწყებს ახლად შექმნილ სახელმწიფოებთან ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობებისთვის საფუძვლის ჩაყრასა და დიდი ალიის განხორციელებას.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, 25 წლის შემდეგ ისტორია მეორდება და საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელისადმი სოლიდარობის შესუსტების ფონზე, ჰასბარა (ისრაელის მხარდაჭერა და განმარტება) ისევ საქართველოდან იწყება და მას ისრაელის სახლი ახორციელებს. იგი მალე საერთაშორისო პროექტი გახდება, რადგან ქნესეთის მიერ მხარდაჭერილია ინიციატივა, რომ ისრაელის სახლის ქსელი სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდეს. პირველი ასეთი წარმომადგენლობა გაისად ბალტიისპირეთში, კერძოდ ლატვიაში გაიხსნება.

პრეზენტაციას მიესალმა, აგრეთვე, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინიც. `დასრულდა ის დრო, როდესაც ელჩები ოფისებში ჰალსტუხებით ისხდნენ და ეგონათ, რომ მათი აზრი საინტერესო იყო. დღეს თუ არ გააკეთე და შექმენი, არავინ მოგისმენს~, _ განაცხადა ედელშტეინმა და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელის სახლის საქმიანობას, მით უფრო იმ ფონზე, რომ თანამედროვე მსოფლიო მოწმეა მზარდი ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელური კამპანიისა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა. მისი თქმით, ჰასბარასა და ორმხრივ კავშირებზე სხვა ქვეყნებშიც ზრუნავენ და მასში ასობით ადამიანი და სისტემაა ჩართული, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტი კეთდება და ეს არის ერთი ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობის შედეგი. `ამ ადამიანმა _ იციკ მოშემ, ერთნაირად მაღალ დონეზე იცის დიპლომატიაც, ეკონომიკაც, ქვეყნებიც და აქვს უდიდესი გამოცდილებაც როგორც ჰასბარას წარმოებაში, ისე ორმხრივი კავშირების ჩამოყალიბებაში~, _ განაცხადა ხილიკ ბარმა.

პრეზენტაციაზე ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ ორი ებრაული სიმღერა შეასრულა. მის `იერუშალაიმს~ ქნესეთის დელეგაციაც აჰყვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული და ისრაელის ტელევიზიების, აგრეთვე, საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები.

111

222

MEDIANEWS