The organizer and host of the visit is the Israel-Georgia Chamber of Business. Such events are part of the new initiative of the Israel-Georgia Chamber of Business, which aims to familiarize the Israeli business elite with Georgia's potential and business culture.
ხვალ, 26 ივნისს, თბილისს ეწვევა ისრაელში უძრავი ქონების და საფინანსო სფეროში მოღვაწე წამყვანი კომპანიების 45 წარმომადგენელი. ისრაელელი ბიზნესმენები და ამერიკელი ებრაელები საქართველოში 3 ივლისამდე დარჩებიან.
ვიზიტის ორგანიზატორი და მასპინძელი არის საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა. მსგავსი ღონისძიებები საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ახალი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს ისრაელის ბიზნეს ელიტისათვის საქართველოს პოტენციალისა და ბიზნეს კულტურის გაცნობას, _ განუცხადეს `მედიანიუსს~ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს უკვე ეწვია 150-მდე ისრაელელი ბიზნესმენი, წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 350-ის ჩამოყვანა. სექტემბერში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო მედიის 40 წარმომადგენელი. ამ ინიციატივის პარალელურად ტარდება ბიზნეს ფორუმები, რომლებიც კონკრეტულ ინვესტიციებზეა ორიენტირებული. წლის ბოლომდე ჩატარდება კიდევ ორი ბიზნეს ფორუმი თბილისსა და იერუსალიმში.
როგორც ბიზნეს პალატაში აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადისა და ინვესტორების რაოდენობის ზრდას ისრაელიდან, არამედ ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოტენციალის პოპულარიზებას.
MEDIANEWS