The brand "BADAGONI HOME" will implement an important project for the cultural and economic development of the country.
კომპანია "ბადაგონი" ტურიზმის ინდუსტრიაში აქტიურ ოპერირებას იწყებს. ალავერდის ეპარქიასთან თანამშრომლობით ბრენდი “BADAGONI HOME“ ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პროექტის სახელწოდებაა „ორი დედაქალაქის ისტორია - ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“. პროექტი გულისხმობს ვიზიტორთათვის საინტერესო და უპრეცედენტო მარშრუტის შეთავაზებას მაღალი დონის ინფრასტრუქტურით. კერძოდ: ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის გაშენებას, რომელიც მოიცავს 5- ვარსკვლავიან სასტუმროს, პილიგრიმთა სასტუმროს, სამ ისტორიულ უნიკალურ ღვინის მარანს, 260 ჰექტარზე გადაჭიმული ტყის გააქტიურებას, ღვინის რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებს, ასევე სიძველეთსაცავსა და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ და ბადაგონის დამფუძნებელიმა გიორგი სალაყაიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ბიზნესპალატა „BADAGONI HOME“-ს მართვაში გადასცემს სასტუმროების გარკვეულ ნაწილს როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის ფარგლებს გარეთ
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური პირები ისრაელიდან და იტალიიდან. პროექტების პრეზენტაცის დასარულს, გრანდიოზული მულტიმედია შოუ-პროგრამა გაიმართა, რომელიც მოიცავდა “BADAGONI HOME“-ის შენობის ვიზუალურ პროექციას. სტუმრებმა ასევე ბადოგონის ღვინო ღვინო დააგემოვნეს
www.palitranews.ge