Competition - hotel arrangement (Interior-Exterior). კონკურსი სასტუმროს მოწყობაზე (ინტერიერი-ექსტერიერი)

Competition - hotel arrangement (Interior-Exterior). კონკურსი სასტუმროს მოწყობაზე (ინტერიერი-ექსტერიერი)
25 September 2015

The Israel-Georgia Chamber of Business is announcing a competition for the implementation of the 15-room hotel's exterior and design project (vision) on the first and second floors of a building on Freedom Square in Tbilisi.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანზე არსებული შენობის პირველ და მეორე სართულზე, 15 ნომრიანი სასტუმროს ექსტერიერისა და დიზაინ

პროექტის (ხედვის) შესრულებაზე.

გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I ადგილი - 10 000 ლარი

II ადგილი - 5 000 ლარი

III ადგილი - 3 000 ლარი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დ ა ვ ა ლ ე ბ ა

საკონკურსო შენობის დიზაინის იდეა უნდა დაეფუძნოს შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანს“. დიზაინში სასურველია გამოყენებული იყოს ხე, რკინა, შუშა და ქვა.

ასევე სასურველია ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში იყოს მსგავსება. გამოყენებული იყოს ციტატები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ 3 ენაზე (ქართული, ებრაული და ინგლისური), როგორც ქვაზე ასევე მინაზე. შესაძლებელია ნომრების რაოდენობის შეცვლა. სასურველია ნომრების დიზაინის სხვადასხვაობა, პოემის სიუჟეტის მიხედვით.

საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა:

1. სტილი: ვეფხისტყაოსანი

2. წარწერები: ქართულ,ებრაულ და ინგლისურ ენებზე

3. სახელი

4. ლოგო

5. გეგმარება

6. ფოიეს დიზაინი

7. ნომრის დიზაინი

8. კაფის დიზაინი

9. სრული ექსტერიერი

10. ცენტრალური კარის დიზაინი

11. უკანა ფასადის დიზაინის ხედვა

12. რუსთაველის გამზირსა და შენობის პირველ სართულის სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობის პრობლემის გადაწყვეტა

13. ფოიეში ბიბლიოთეკის მოწყობა, ძველი წიგნებით.

14. სასტუმროს ბეჭედი ან ლოგო, რომელიც აღნიშნული იქნება ყველა დეტალზე.

საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში კონკურსანტებს მიეცემათ პრეზენტაციის ჩატარების საშუალება.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს გამარჯვებული.

საკონკურსო მასალა რჩება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ავტორობის ქვეშ, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას ენიჭება საკონკურსო მასალების წარმოდგენილი დეტალების ინტერიერში გამოყენების უფლება.

გამარჯვებულ კონკურსანტთან შესაძლებელია გაგრძელდეს თანამშრომლობა, როგორც დიზაინის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ასევე შემდგომ მუშაობაში მრჩეველის ან ზედამხედველის ფუნქციით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ საკონკურსო წინადადება ელექტრონული ფოსტით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - israelihouse@ig-chamber.org ან მობრძანდნენ მისამართზე - თავისუფლების N4, მეორე სართული. განაცხადები მიიღება 2015 წლის 1 ნომებრის ჩათვლით, 15:00 საათამდე.

წარმოსადგენი მასალა:

ა) კონკურსანტის პირადი მონაცემები;

ბ) საკონკურსო მასალა, ელექტრონული სახით;

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: +995558409541, +9950322997035

საკონტაქტო პირი: ანი კვირიკაშვილი

გისურვებთ წარმატებებს!

I სართულის გეგმარება - PDF

II სართულის გეგმარება - PDF