MACCABI TEL AVIV VS DINAMO TBILISI. თელ ავივის მაქაბი თბილისის დინამოს წინააღმდეგ

MACCABI TEL AVIV VS DINAMO TBILISI. თელ ავივის მაქაბი თბილისის დინამოს წინააღმდეგ
17 August 2016

ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ისრაელის ორმოცდათერთმეტგზის ჩემპიონი და ორმოცდასამგზის ლიგის თასის მფლობელი გუნდი, თელ ავივის „მაქაბი“ ამხანაგურ შეხვედრას თბილისის დინამოსთან გამართავს. საქართველოს სტუმრად ეწვევიან ისეთი ლეგენდარული კალათბურთელები, როგორებიც არიან ტალ ბროდი, ოლსი პერი, დორონ ჯამჩი და ა.შ., რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული სპორტის (და არა მხოლოდ) სამყაროსთვის. მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს კავშირების განმტკიცებას საქართველოსა და ისრაელს შორის და წარმოადგენს მეგობრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხიდს. აღნიშნული თამაში გაშუქდება საქართველოსა და ისრაელის პრესასა და ტელევიზიებში. მატჩის წინ გაიმართება კულტურული პროგრამა.

ამხანაგური თამაშის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და ისრაელის სახლი.

გიწვევთ 26 აგვისტოს 16:00 საათზე, ქალაქ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (უნივესიტეტის ქუჩა N15ა) თელ ავივის „მაქაბისა“ და თბილისის „დინამოს“ საკალათბურთო გუნდების ამხანაგური თამაშზე.

დასწრება თავისუფალია.


The legends of basketball team with six European Championships, 51 Israeli Championships, 43 Israeli Cups and six League Cups - Maccabi Tel Aviv, like Tal Brody, Doron Jamchi, Aulcie Perry etc. will visit Tbilisi. On August 26, at 16:00 Friendship game will take place between Maccabi Tel Aviv and Dinamo Tbilisi at New Sport Palace of Tbilisi (University Str. N15a).

The game is organized by Israel-Georgia Chamber of Business and Israeli House and is really important for Georgian sport world, as well as it represents one more bridge and enhances the links between the friendly states - Israel and Georgia.

The game will be broadcasted by Israeli and Georgian TV channels. The game will start with a cultural program.

It is our honor to invite you to the above mentioned game.
Free Entrance.