Exports of Georgian products to Israel may increase next year მომავალი წლიდან ისრაელში ქართული პროდუქციის ექსპორტი შესაძლოა გაიზარდოს

Exports of Georgian products to Israel may increase next year მომავალი წლიდან ისრაელში ქართული პროდუქციის ექსპორტი შესაძლოა გაიზარდოს
05 October 2018

The Israel-Georgia Chamber of Business has brought over OK Kosher Certification, one of the largest Kosher certification agency. According to Itsik Moshe, the introduction of OK Kosher Certification in Georgia gives Georgian production a new chance to bring more quality products to the world market

საქართველოდან ექსპორტის მოცულობის გაზრდის მიზნით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ ჩამოიყვანა OK Kosher Certification, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქაშერული სასერთიფიკაციოსააგენტოა. მისი ქაშრუთის ლაბორატორია 1935 წელს დაარსდა, რათა მსოფლიო ებრაული თემების საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. ქაშერული პროდუქტი ისეთი პროდუქტია, რომელიც შეესაბამება ქაშრუთის ებრაულ დიეტურ წესებს. ასეთ პროდუქტზე მსოფლიოში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რადგან მისი მომხმარებლები არიან არა მხოლოდ ებრაელები, არამედ არაებრაელებიც, რადგან ქაშერულიპროდუქტის მაღალი ხარისხი ყოველთვის გარანტირებულია. ქაშერი საკვებისა და სასმელის ბაზარი მოიცავს თითქმის მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ებრაული თემებია.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში განსაკუთრებით გაიზარდა ქაშერული პროდუქტების გაყიდვები. მხოლოდ 2002 წელს მან 165 მილიარდ დოლარს მიაღწია. დღეს OK სერიფიკატს გასცემს 140,000 პროდუქტზე, რომელსაც მთელ მსოფლიოში 1500-ზე მეტი კომპანია უშვებს, მათ შორის ისეთი გიგანტები, როგორიცაა Kraft, Snapple და ConAgra. მასში 350-ზე მეტი რაბინი მუშაობს.

როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში აცხადებენ, ქართული პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ ბიზნეს პალატას, რომელიც უანგაროდ დააკავშირებს OK Kosher Certification-ს. თავის მხრივ. ქართული პროდუქცია მიიღებს „OK” ხარისხის ნიშანს, რაც მას გზას გაუხსნის მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის ისრაელში. ამ უკანასკნელთან, სტატისტიკური მონაცემებით, წლიურად საქართველოდან ექსპორტი არ აღემატება 10 მილიონ დოლარს, რაც არც თუ დიდი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ქაშერული პროდუქტის წარმოების პროცესი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან, ღვინის წარმოების გამოკლებით, რომელიც საჭიროებს ცალკე წარმოების ამოქმედებას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოში OK Kosher Certification-ისშემოსვლა ქართულ წარმოებას აძლევს ახალ შანსს, მეტი ხარისხიანი პროდუქტი გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. ეს გაზრდის ექსპორტსაც და ქვეყნის ცნობადობას. ამასთან, ქვეყანაში ებრაელი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ ადგილზე წარმოებული ქაშერული პროდუქტით მოემსახურონ.

www.ghn.ge