Product Savvy was founded by Israel’s high-tech veteran team. The company partners with new companies, so-called startups and helps them to develop and to move on to the next stage.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ქართულ ბაზარზე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ამერიკული კომპანია Product Savvy (`ფროდაქთ სავი~) შემოვიდა.
Product Savvyდაარსებულია ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების ვეტერანი გუნდის მიერ. კომპანია პარტნიორობას უწევს ახალ კომპანიებს, ეგრეთ წოდებულ სტარტაფებს და ეხმარება მათ განვითარებასა და შემდეგ ეტაპზე გადასვლაში.
Product Savvy-სთან თანამშრომლობა უადვილებს მის კლიენტებს სწორად განსაზღვრონ ბაზარი და არსებული პრობლემა, აირჩიონ სწორი პროდუქტი და ბიზნეს სტრატეგია.
„ვამაყობთ, რომ ვართ ერთ-ერთი პირველი უცხოური კომპანია, რომელმაც დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მომუშავე გუნდი საქართველოში, როგორც ამერიკული კომპანიის შვილობილი კომპანია. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვიმუშაოთ ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად და გავაცნოთ ადგილობრივ ტალანტებს თანამედროვე ტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები“, _ აცხადებს კომპანიის მმართველი გუნდი, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენლებისა და მიწვეული სტუმრებისათვის პიქსელ ცენტრში სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს და მათ კომპანიის სამომავლო გეგმებს გააცნობს.
Product Savvyაქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან, რომელიც, თავის მხრივ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გამართავს იმ სტარტაპების მასშტაბურ პრეზენტაციას, რომლებსაც სწორედ ბიზნეს პალატის ეგიდით ჩაეყარათ საფუძველი საქართველოში.
კომპანიის ოფიციალური გახსნის ცერემონია 14 მარტს, 17:00 საათზე, პიქსელ ცენტრში (ჭავჭავაძის გამზ. #34, მე-6 სართული) გაიმართება.
Business Time