The country's reliability means an additional $2 billion a year - Itsik Moshe. ქვეყნის სანდოობა წლიურად დამატებით 2 მლრდ დოლარის შემოსავალს ნიშნავს - იციკ მოშე

The country's reliability means an additional $2 billion a year - Itsik Moshe. ქვეყნის სანდოობა წლიურად დამატებით 2 მლრდ დოლარის შემოსავალს ნიშნავს - იციკ მოშე
13 October 2015

According to the office of the State Minister of Georgia for Diaspora Affairs, the "Diaspora Regional Economic Forum" was opened in Tbilisi today, where Itsik Moshe delivered a lecture.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თაოსნობით, დღეს თბილისში გაიხსნა „დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმი“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორმა კონსტანს ციუმისმა, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილემ სერჟ სრაპიონიანმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, შტეფან სტოკმა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ, საქართველოში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ, განვითარებადი ბაზრების ასოციაციის ხელმძღვანელი ლეონ აიზეკმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და მსოფლიოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმმა.

ფორუმის პანელში `ეკონომიკური ჩართულობა და რევოლუციური ინიციატივები~, თემაზე `ისრაელი და მსოფლიო ებრაელობა, ისრაელის გამოცდილება და პარალელები”, ლექცია წაიკითხა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ. მის სიტყვას `მედიანიუსი~ უცვლელად გთავაზობთ:

`მოგესალმებით ბ-ნო მინისტრო, პატივცემულო სტუმრებო.
მე დარბაზში რომ ვმჯდარიყავი, ვიფიქრებდი, რომ ისრაელის წარმომადგენელი ტელეფონზე თამაშობს. მინდა გითხრათ, რომ ყოველი ებრაელი, რომელიც ცხოვრობს ისრაელის გარეთ, ყოველ წუთს უყურებს ტელეფონს და ახალ ამბებს, რადგან ნახევარი საათის წინ ტერორისტებმა იერუსალიმში მოკლეს ორი ებრაელი, დაჭრეს ოცი, მათგან, როგორც შემატყობინეს, ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი იყო. ეს არის ქვეყნისა და მის გარეთ მცხოვრები მისი მოქალაქეების ურთიერთობების მაგალითი.

მსურს თქვენს წინაშე წარვდგე მოხსენებით ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის შესახებ.
სანამ ლექციას დავიწყებდე, მინდა, გაჩვენოთ ათი შეკელი, რომელიც ალბათ დაახლოებით 3 დოლარს უდრის. აქ ჩანს ქვეყნის დამოკიდებულება, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი. ისრაელის ქვეყანა თავის ეროვნულ კუპიურაზე წერს: `გამოგზავნეთ ჩემი ხალხი!~ ეს მიუთითებს ისრაელის ძლიერებასა და მის მჭიდრო კავშირზე დიასპორასთან.

ვიდრე გავაგრძელებდე, მსურს, გაჩვენოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჩვენი ორგანიზაციის საქართველოში 25-წლიანი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენი მესიჯები უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება.

ებრაელებმა დღემდე გამოიარეს 3000-წლიანი ტანჯვა, 2000-წლიანი ოცნება, ამ ოცნების განხორციელებაზე დღემდე მუშაობს 1800 ორგანიზაცია. უშუალოდ სახელმწიფოს იდეის ხორცშესხმას კი ამ იდეის გაჩენიდან 180-წლიანი გეგმარება დაჭირდა.

180-წლიანი დაგეგმვა

წარმოგიდგენთ ქრონოლოგიურად იმ მოვლენებს, რომელიც მსოფლიოში გაფანტული ებრაელების ისრაელზე ზრუნვის ნათელი მაგალითია:

1843 - „ბნე ბრით“ - განათლება, მხარდაჭერა, 12 რეპატრიანტი გერმანიიდან
1897 - პირველი სიონისტური კონგრესი - ებრაული სახელმწიფოს იდეა (თეოდორ ჰერცელი)
1903 - „კერენ კაიემეთ ლეისრაელ“ - ეროვნული ფონდი ისრაელისათვის, იწყება მიწების შესყიდვა ისრაელში.
1914 - „ჯოინთი“, ფონდი - ებრაელების ხსნა (გადარჩენა)
1920 - „კერენ აიესოდ“, ძირითადი ფონდი, რომელიც მუშაობს თანხების მოზიდვაზე
1929 - ებრაული სააგენტო (სოხნუთი), მას მეორენაირად მსოფლიო ებრაული პარლამენტის ჰქვია, მუშაობს ებრაელთა რეპატრიაციაზე
1939 - ებრაული შემოწირულობა თანხები (UJA(, რომელიც წელიწადში 1 მლრდ დოლარით ეხმარება დღემდე ებრაულ საქმეს.
1948 – იქმნება ისრაელის სახელმწიფო
1950 - „ბონდს“, ისრაელის ფასიანი ქაღალდები, ეკონომიკური მხარდაჭერა, დღემდე ისრაელს დაეხმარა 40 მლრდ დოლარით, ეს თანხები მიმართულია სახელმწიფოს განვითარებაზე.
1951 – აშშ-ში ამერიკელი ებრაელები ქმნიან უმსხვილეს ლობისტურ ორგანიზაციას AIPAC, რომელიც დღემდე ისრაელზე ზრუნავს.
1956 – ლობისტური ორგანიზაცია „პრეზიდენტების კონფერენცია“, 50 ორგანიზაციის გაერთიანება
2008 – მსხვილი ლობისტური ორგანიზაცია J Street, რომელიც მუშაობს ისრაელისთვის ყველაზე აქტუალურ _ მშვიდობის საკითხზე.
2014 - „ისრაელის სახლი“, დაარსდა საქართველოში და მუშაობს ისრაელის მხარდაჭერაზე _ ჰასბარა.
ისრაელის სახლის გახსნას წინ უსწრებდა ისრაელის საგარეო პოლიტიკის ერთგვარი ჩავარდნა საგარეო ასპარეზზე ისრაელის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მოპოვების საქმეში. ჩვენი ინიციატივით გაიხსნა თბილისში „ისრაელის სახლი“, რომელიც სწორედ ამ მიზანს „ჰასბარას“ (ისრაელის ახსნა-განმარტებას) ემსახურება. ეს არის საკმაოდ წარმატებული მოდელი, რომელიც მომავალი წლიდან ამუშავდება და გადავიტანთ უკვე ბალტიისპირეთისა და სხვა ქვეყნებში.

პარალელები

ძლიერი საქართველო = ძლიერი ქართველები მსოფლიოში

თითოეული ებრაელი გრძნობს, რომ ძლიერია მაშინ, როდესაც ძლიერია ისრაელის სახელმწიფო. მანამ იარსებებს ისრაელის სახელმწიფო, ებრაელი მთელს მსოფლიოში იქნება დაცული და ძლიერი, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გაუსწორდნენ ებრაელებს გასულ საუკუნეში, როდესაც ნაცისტურ რეჟიმს 6 მლნ ებრაელი ემსხვერპლა. ამას გრძნობს ყველა ებრაელი და ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი სახელმწიფოს ძლიერებისათვის, ეს კარგი მაგალითია საქართველოსთვის. მინდა მოვიყვანო ასეთი მაგალითი: ბევრჯერ მინახავს ძალიან ღარიბი ტურისტი ისრაელიდან, რომელსაც ქართველი, საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენი, ესაუბრება 10 მლნ დოლარის ინვესტიციაზე. ამას აქვს ერთი ახსნა: ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა და შესაბამისად, მისი თითიეულ მოქალაქეს აქვს ძლიერი ბიზნესმენის იმიჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი საქართველო იმოქმედებს, პირველ რიგში, იმ ქართველების იმიჯზე, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.

მინდა, მოვიყვანო ჯონ კენედის სიტყვები, რაც ალბათ აქტუალურია არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ერებისთვისაც. „არ იკითხო, რას აკეთებს სახელმწიფო შენთვის, იკითხე რისი გაკეთება შეგიძლია შენ საკუთარი სახელმწიფოსთვის!“
გავიხსენებ ჩემს პირველ ჩამოსვლას საქართველოში, როდესაც ადგილობრივი ებრაელები მეკითხებოდნენ, რას გვპირდება ისრაელის სახელმწიფო. მაშინ მათ მოვუყვანე ასეთი მაგალითი, რომ სამშობლო ისევეა, როგორც დედა, რომელმაც ჩვენი გაჩენით უკვე ყველაფერი მოგვცა და კიდევ კითხვების დასმა, რომ რას გვაძლევს ის ჩვენ, აზრს მოკლებულია. მიუხედავად ყველა პრობლემისა, ასაკისა, ჯანმრთელობისა, დედა თითოეული ჩვენგანისთვის მაინც არის იდეალი, ყველაზე ლამაზი და მის მიმართ ყველა კითხვა ზედმეტია.

მე მთხოვეს, რომ ისრაელის მაგალითიდან გადავიდე ქართულ რეალობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არ მაქვს უფლება გასწავლოთ როგორ განავითაროთ საკუთარი ქვეყანა, თქვენი ნებით, მე გავაკეთებ ზოგად მონახაზს, რომელიც შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მოგვცემს და დაგვანახებს, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისრაელის გამოცდილება.

არსებობს სამი პარამეტრი, რომ ისრაელის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვემოთ მოყვანილი ციფრები რეალობად იქცეს. პირველი _ სანდოობა, მეორე _ სანდოობა, მესამე ისევ სანდოობა! საქართველომ უნდა დაარწმუნოს ყველა საკუთარ სანდოობაში!

და როცა, პირველ რიგში, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ქართველები დარწმუნდებიან, რომ საქართველო სანდო ქვეყანაა, მაშინ წელიწადში 2 მლრდ დოლარის პოტენციალი რეალიზებადია, ამ თანხაში არ შედის პირადი გზავნილები.

არსებობს რამოდენიმე გზა ამის მისაღწევად:

პირველი: შემოწირულობა ქართული დიასპორის 10-15%- დან, წლიურად 100 აშშ დოლარი - 20 მლნ დოლარი

მეორე: საქართველოს ფასიანი ქაღალდები ქართული დიასპორის 50%, საშუალოდ 100-150 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, წელიწადში - 100 მლნ დოლარი

მესამე: ინვესტიციები, ქართული დიასპორის 0.01% , საშუალოდ დებს 1 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციას, ჯამში - 200 მლნ დოლარი წელიწადში.

მეოთხე: უცხოური ინვესტიციები, რომელიც შეიძლება მივიღოთ საელჩოების აქტიური მუშაობით, 1 ინვესტორი თვეში - 1 მლრდ დოლარი წელიწადში. საქართველოს ელჩებს დაევალოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა. არ მეგულება მსოფლიოში არცერთი ბიზნესმენი, რომელიც უარს იტყოდა მსგავს სატელეფონო ზარზე: `გამარჯობა, მე ვარ ამა და ამ ქვეყნის ელჩი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გელოდებათ შეხვედრაზე~. დამიჯერეთ, ბიზნესმენისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე მაქვს გამოცდილება არა მხოლოდ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის, არამედ ბიზნესშიც.

მეხუთე: ინვესტიციები სახელმწიფოებრივი აღმასვლის წყალობით, დამატებით მინიმუმ 700 მლნ დოლარი წელიწადში.

და კიდევ ერთს დავამატებდი, ესეც ისრაელის გამოცდილებაა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველა ქართველს მოვუწოდებდი, რომ ჩადონ ფული საქართველოში და სანამ მოგებას არ მიიღებდნენ, 5-10 წლით გავათავისუფლებდი ყველანაირი გადასახადისაგან. ეს მოიტანდა ორ რამეს, პირველი, რომ საკმაოდ დიდი თანხა შემოვიდოდა ქვეყანაში და მეორე იმას, რომ ქართველობა გახდებოდა ბრენდი, ნახევრად ქართველები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც დაიბრალებდნენ ქართველობას და დადგებოდა რიგი ინვესტიციებზე. ამით ქვეყანა არაფერს კარგავს, ეს თანხები მანამდე მაინც არ მოდიოდა საქართველოს მიმართულებით, თუმცა მოსახლეობის დასაქმება ქვეყანას დამატებით მისცემდა შემოსავალს საშემოსალო გადასახადით და ა.შ., რომ აღარ შევეხოთ იმ სიკეთეს, რასაც ჰქვია ათასობით ადამიანის დასაქმება და დიასპორის დაკავშირება ქვეყანასთან.

და ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი მრწამსი ებრაელის არჩევანთან დაკავშირებით, პარალელების გაკეთება თქვენთვის მომინდვია. იგივეს ვიმეორებთ თბილისში, პარიზში, მოსკოვსა და ნიუ იორკში.

ებრაელს ორი არჩევანი აქვს: იცხოვროს ისრაელში ტერორისა და ინტიფადას ქვეშ, ან ჩაერთოს სხვა ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში, ფასიანი ქაღალდების შეძენით, შემოწირულობით, ინვესტიციებით და ყოველ საათში, ყოველდღე გააკეთოს რაიმე საკუთარი სახელმწიფოსათვის!

დღეს, როდესაც 3000 წლის მერე საერთაშორისო საზოგადოება ისევ განიხილავს იერუსალიმის სტატუსს, ებრაელს მესამე არჩევანი არ აქვს~, _ განაცხადა იციკ მოშემ.


111

222