On September 3-7, a large-scale event entitled “Jewish Urban Heritage” will be held in the Polish city of Krakow, where one of the speakers is the “Israeli House”.
„ისრაელის სახლი“ კიდევ ერთ ევროპულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 3-7 სექტემბერს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას, სახელწოდებით „ებრაული ურბანული მემკვიდრეობა“, სადაც „ისრაელის სახლი“ ერთ-ერთი მომხსენებელია.
ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროპის კავშირი, ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული მემკვიდრეობის ევროპული ასოციაცია (AEPJ), ბირმინგენის უნივერსიტეტი და ებრაული მემკვიდრეობის ფონდი. მასში მონაწილეობას მიიღებენ 20 ქვეყნის წარმომადგენლები. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო ერთერთი ქვეყანაა, რომელიც ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მას წარმოადგენს „ისრაელის სახლი“, რომელიც მესამერომელიც ფორუმის მუშაობაში წელია საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამას კურირებს.
კრაკოვის ღონისძიებაზე „ისრაელის სახლის“ ბორდის თავმჯდომარე იამით მოსკოვიჩი წარადგენს მოხსენებას, თემაზე “ებრაული მემკვიდრეობის როლი ერებს შორის ურთიერთობებისა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაში”. საუბარი შეეხება საქართველოში ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ, „ისრაელის სახლის“ სატესტო პროგრამას, რომელიც მოკლე დროში საზოგადოებრივი ინტერესების საგანი გახდა. პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით და ორიენტირებულია ებრაული მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების ჩართვაზე ქვეყნის მასშტაბით ახლადშექმნილ ტურისტულ მარშრუტში.
პროექტი მეორე წელია წარმატებით ხორციელდება და მას აქვს როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე ადგილობრივ ხელისუფლებათა მხარდაჭერა. იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა, აგრეთვე, საქართველოს ურთიერთობებში ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან. ამ მიზნით, „ისრაელის სახლი“ საპარლამენტო დონეზე აქტიურად თანამშრომლობს მეგობრობის ჯგუფებთანაც.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის განვითარების მიზნით, „ისრაელის სახლმა“ შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი, პრომოვიდეო, ორგანიზება გაუკეთა კონცერტებს, შეიმუშავა თბილისში ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმის დაარსების იდეაც. „ისრაელის სახლი“ ცდილობს კრეატიული იდეების, მასმედიისა და სოციალური მედიის გამოყენებით გაზარდოს პროექტის საერთაშორისო ცნობადობა.
„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს აზრით, კრაკოვის ფორუმზე „ისრაელის სახლის“ წარმოდგენა უნდა შეფასდეს როგორც კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ორგანიზაციის საქმიანობაში, ვინაიდან რუმუნეთში, ლუქსემბურგში, ნორვეგიასა და ესპანეთში ვიზიტების შემდეგ, იქმნება ახალი შესაძლებლობა, საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ებრაული კულტურული მარშრუტი და „ისრაელის სახლის“ როლი ისრაელის წარმოდგენასა და კავშირების გაღრმავებაში.
MEDIANEWS