Georgian people with disabilities will receive various types of assistance from Israel through the Israel-Georgia Chamber of Business. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის შუამდგომლობით ქართველი შშმ პირები ისრაელიდან სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ

Georgian people with disabilities will receive various types of assistance from Israel through the Israel-Georgia Chamber of Business. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის შუამდგომლობით ქართველი შშმ პირები ისრაელიდან სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ
23 May 2014

A meeting, organized by the Israel-Georgia Chamber of Business and the Israeli House, between Georgian NGOs working with the disabled and the 12-member non-governmental organization “Hots Gvulot” operating in Israel, was held in Tbilisi.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საკითხებზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში ვიზიტით მყოფი, ისრაელში მოქმედი შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ხოცე გვულოთის“M12-კაციანი დელეგაციის შეხვედრა, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა, იციკ მოშემ განაცხადა, საქართველოში ისრაელიდან შეზღუდული შესაძლებლობების პირების ტურისტის რანგში ჩამოსვლა საქართველოს ტურიზმის რეკლამირების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ 2014 წელი ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის წლად გამოაცხადა და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართულ მხარეს გააცნოს ის მიღწევები, რაც ისრაელს აქვს ამ სფეროში, მათ შორის შშმ პირთა ტურიზმის მიმართულებით. საბოლოო ჯამში კი, ეს და ბიზნეს პალატის განხორციელებული სხვა პროექტები ემსახურება ერთ მიზანს _ ებრაელი და ქართველი ხალხების ურთიერთობა გადაიზარდოს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობად.

შეხვედრაზე ისრაელელ სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა. მან ისრაელელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოთი დაინტერესებისა და ტურისტული ზონების მონახულებისთვის. `საქართველო მსოფლიოში ყველაზე პროისრაელური ქვეყანაა და ამ შეხვედრაზეც დიდი სიხარულით მოვედი. მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით, იმოგზაურეთ არც თუ ისე იოლად მისასვლელ ადგილებში. მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი რჩევები, რა გავაუმჯობესოთ, რათა კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ შშმ პირებისთვის საქართველოს ტურისტული ზონებში მოგზაურობა~, _ განაცხადა გიორგი სიგუამ.

ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა ორენ შაიბიმ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ისრაელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერვისის განვითარებას და მათი სურვილია, ქართული მხარისთვის ამ გამოცდილების გაზიარება. `ჩამოვედით ქვეყანაში, სადაც სტუმართმოყვარეობა ყველაზე მაღალ დონეზეა. დავინახეთ, რომ აქ ხალხს უყვარს დახმარება, ძალიან დადებითი განწყობაა შშმ პირებისადმი. არ არის ბევრი ასეთი ქვეყანა, სადაც ასეთ ადამიანებს ასე თბილად ხვდებიან. ჩვენი მხრივ მზად ვართ ქართულ არასამთავრობოებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის~, _ განაცხადა შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციის „ხოცე გვულოთის“ ხელმძღვანელმა ორენ შაიბიმ.

შეხვედრის მონაწილე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ებრაელ სტუმრებს შშმ პირთა წინაშე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემის გადაჭრაში კონსულტაციები, მეთოდოლოგიური და სამედიცინო დახმარება, და საერთოდ, ისრაელის გამოცდილების გაზიარება სთხოვეს.

ორენ შაიბის თქმით, მისი ორგანიზაცია მზად არის, ქართულ მხარეს არა მარტო კონსულტაციები გაუწიოს, არამედ ისრაელის ბავშვთა სახლებში მიიღოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, ხოლო ისრაელში ცნობილ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში – ლევინშტეინის საავადმყოფოში ქართველმა შშმ პირებმა გაიარონ შესაბამისი სამედიცინო თუ საგანმანათლებლო კურსი. ორგანიზაცია მზად არის, აგრეთვე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მხარდაჭერით, შშმ პირებისთვის საქართველოში რამდენიმე ადაპტირებული ობიექტის მშენებლობა დააფინანსოს; ამასთან, ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კომპიუტერიზაციის დანერგვაში.

ისრაელელმა სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აგრეთვე, ისრაელში უმასპინძლონ ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილზე გააცნონ ის ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვის იქმნება. მათ ქართველ კოლეგებს ურჩიეს, რაც შეიძლება მეტად იყვნენ კანონით დაცული, საკუთარი უფლებების დაცვაში კი აქტიურად ჩართონ მედია.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის თაოსნობით გამართულ შეხვედრას სასტუმრო `ზპ პალასმა~ უმასპინძლა, ისრაელელ სტუმართა საქართველოს მასშტაბით ტურს კი ორგანიზება კომპანია ~დორონ თრეველმა~ გაუკეთა.

MEDIANEWS