The premium brand of Wyndham named "Wyndham Grand" has entered Georgia. საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

The premium brand of Wyndham named
17 September 2018

The construction of the unique architectural hotel of the former Rixos, located on Lado Gudiashvili Street in Tbilisi, is nearing completion. From now on, the hotel will operate under the name of Wyndham Grand, the world's largest premium brand.

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუჩაზე და ორგანულადაა შერწყმული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ისტორიულ ნაგებობებთან.

ამიერიდან სასტუმრო მსოფლიოში უდიდესი ქსელის „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდის „ვინდჰამ გრანდის“ სახელით იმუშავებს.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა ყოფილი სასტუმრო „რიქსოსის“ მფლობელი კომპანია City M-ის დირექტორს გოჩა გვენეტაძეს და „ვინდამის“ წარმომადგენელს სერგეი ეგოროვს შორის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია.

City M-ის დირექტორს გოჩა გვენეტაძის თქმით, „ვინდჰამ გრანდი“ მალე გაიხსნება და დედაქალაქის სტუმრებს მაღალი კლასის 161-ნომრიანი სასტუმრო მოემსახურება. რაც შეეხება „ვინდჰამის“ შემოსვლას, მან მოითხოვა შენობაში, კერძოდ შეხვედრების ოთახებსა და რესტორნებში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც City M-მა დააკმაყოფილა. საქართველოში ასეთი ქსელის შემოსვლა ქვეყნის მიმზიდველობისა და განსაკუთრებული პოტენციალის არსებობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

გვენეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ City M 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 70 ნილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს.

City M-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, გუდიაშვილის ქუჩაზე მაღალი კლასის სასტუმროსთვის თავდაპირველად შეიქმნა 18 პროექტი, შემდეგ კი არჩევანი დღევანდელზე შეჩერდა. ის თანამედროვე ურთულესი ტექნოლოგიებით აშენდა, რაც საქართველოს რეალობაში თითქმის უპრეცედენტოა. მასზე დასაქმებულმა ადგილობრივმა მშენებლებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება, რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალში ასეთი ობიექტების ადგილობრივი რესურსით აშენდეს.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, სახელმწიფო ხელს უწყობს ნებისმიერ ახალ პროექტს, რომელიც ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს მაღალი დონის სერვისს მისცემს. ტურიზმი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ისეთი პროექტი კი, როგორიც „ვინდჰამ გრანდის“ შენობაა, უნიკალურია და თბილისის მარგალიტი გახდება.

ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, გუდიაშვილის ქუჩა, სადაც აღნიშნული შენობაა განთავსებული, განსაკუთრებულია. ეს არის მუზეუმების უბანი და ეროვნულ მუზეუმს „ვინდჰამ გრანდის“ შენობაში დაეთმო 3500 კვ მეტრის იზოლირებული ფართი, რომელსაც ეროვნული მუზეუმი დინამიურად გამოიყენებს. ეს პროექტი არის კერძო სექტორისა და სახელმწიფოს სანიმუშო თანამშრომლობის შედეგი.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ, აგრეთვე, ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული მედია და, საქართველოში სტუმრად მყოფი ისრაელელ არქიტექტორთა და ინჟინერთა ჯგუფი.

MEDIANEWS