STOP COVID-19

STOP COVID-19
25 March 2020

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და "ისრაელის სახლმა" StopCoV ფონდში 18 000 ლარი ჩარიცხა. לשכת העסקים ישראל-גאורגיה ובית ישראל העבירו 18,000 לרי בקרן StopCoV

"როდესაც ქვეყნის ხელისუფლება, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები ყველაფერს აკეთებს კრიზისის დასაძლევად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანია MCI პროჯექტი და "ისრაელის სახლი" ვერ დარჩებიან ამ ყველაფრის მიღმა" - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და "ისრაელის სახლის" პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, MCI პროჯექტი და "ისრაელის სახლი" ამ კრიზისულ პერიოდში მზად არიან უკლებლივ ყველა თანამშრომელს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, შეუნარჩუნონ ხელფასები, უზრუნველყონ მათი სამედიცინო დაზღვევები. ასევე კომპანიები მზად არიან თავიანთ თანამშრომლები ისრაელიდან მიღებული პირბადეებით მოამარაგონ.

კომპანიის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელური სამივე კომპანიამ StopCoV ფონდში 18 000 ლარს ჩარიცხა.

"საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და "ისრაელის სახლი," როგორც ყოველთვის, მზად არიან მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ამ ურთულეს დროს, მსოფლიო პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა!

1. საქართველო ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი MCI პროჯექტი და "ისრაელის სახლი" ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, შეუნარჩუნებენ ხელფასებს და არ განახორციელებენ შემცირებებს; ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები; ასევე გადაეცემა პირბადეები ისრაელიდან ჟურნალისტებისთვის და ისრაელის ინვესტორების მიერ ობიქტებზე, სადაც მშენებლობა გრძელდება.

2. "ისრაელის სახლი", საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და მისი წევრი კომპანია MCI პროჯექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში აგრძელებს მაღალი დონის სასტუმროს "ვინდამ ქოლექშენს-ის" მშენებლობას, მზად არიან, StopCoV ფონდში შეიტანონ 18 000 ლარი. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება.

დღეს ისრაელს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს ჰყავს ერთი საერთო, ვერაგი მტერი და მას ჩვენ საერთო ძალისხმევით, ურთიერთთანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ," - განაცხადა იციკ მოშემ.

http://rustavi2.ge/